უნაყოფობის მიზეზი მრავალია. ისინი დაკავშირებულია, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიასთან ისე ექსტრაგენიტალურ ფაქტორებთან. მნიშვნელოვან მიზეზებს მიეკუთვნება:
1) სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;
2) შინაგანი ჯირკვლების დაავადებები;
3) სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
4) სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა;
5) საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების ენდომეტრიოზი;
6) სასქესო ორგანოების სიმსივნეები;
7) არასრულფასოვანი კვება;
8) იმუნოლოგიური ფაქტორები
განასხვავებენ ქალთა უნაყოფობის შემდეგ ძირითად ფორმებს: ა) მილოვანი უნაყოფობა; ბ) ენდოკრინული უნაყოფობა; გ) უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია რეპროდუქციულ სისტემაში უპირატესად ანატომიური დარღვევების არსებობით; დ) იმუნოლოგიური უნაყოფობა.
დღეისათვის ყველაზე ხშირად ვხვდებით მილოვან და ენდოკრინულ უნაყოფობას.
|