
კლიმაქტერული პერიოდის
რეპროდუქციული სისტემის
ცვლილებები და მათი
კლინიკური გამოვლინებანი
კლიმატერიული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას, არამედ ის ისევე როგორც პუბერტატული და რეპროდიქციული ასაკი, ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური პერიოდია, რომელიც ვითარდება ქალის ორგანიზმის ასაკობრივი, ბიოლოგიური ტრანსფორმაციის ფონზე.
ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს
კლიმაქტერიული სინდრომის კლასიფიკაცია
კლიმაქტერიული პერიოდის ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის პარალელურად წარმოჩინდება მთელი რიგი პათოლოგიური პროცესები, რომელთა გამოვლინება დაკავშირებულია პროგესტერონის და ესტროგენების შედარებით ან აბსოლუტურ დეფიციტზე და მათი გამოვლინების დროზე და ხასიათზე, რომელთა მიხედვითაც გამოყოფენ:
1. კლიმაქტერიული სინდრომის ცერებრალური ფორმები:
- კლიმაქტერიული ვაზომოტორული დარღვევები
- კლიმაქტერიული კარდიოპათია
- კლიმაქტერიული ვესტიბიცოპათია
- დიენცეფალური კრიზები, ნეირო-ენდოკრინულ-ცვლითი სინდრომი
- კლიმაქტერიული ფსიქო-ემოციური დარღვევები
- დემენცია, ალცგეიმერის დაავადება
2. კლიმაქტერიული სინდრომის დისტროფიული დარღვევები:
- გენიტალური დისტროფია
- უროგენიტალური დისტროფია
- კანისა და შემაერთებელი ქსოვილის დისტროფია
3. კლიმაქტერიული სინდრომის მეტაბოლური დარღვევები
- ოსტეოპოროზი
- ართრიტები
- პოლიართრიტები
კლიმაქტერიული სინდრომის ცერებრალური ფორმები და მათი მიმდინარეობის ხასიათი:
კლიმაქტერიული ვაზომოტორული დარღვევები |
ალები, შემცივნება, ოფლიანობა, პარესთეზიები, გულის ცემის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაურის შეგრძნება თავსა და ყურებში, არტერიული წნევის ლაბილობა, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, წითელი დერმოგრაფიზმი (წითლად „დაფოთვლა“ კისერზე და მკერდზე) მეტეორიზმი, შეკრულობა.
|
კლიმაქტერიული კოდიოპათია |
საჭიროებს დიფერენციალური დიაგნოსის გატარებას გულის იშემიურ დაავადებასთან. ტკივილი გულის არეში, ყრუ ან ჩხვლეტითი ხასიათისაა, მიმდინარეობს ხანგრძლივად და იშემიური დაავადებისაგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული ფიზიკურ დატვირთვაზე. ტკივილს შეიძლება წინ უსწრებდეს ალები, შემცივნება, ცივი ოფლი, კიდურების დაბუჟება, ჰაერის უკმარისობა. ტკივილები ლოკალიზდება მე-3, მე-4 ნეკშუა არეში ან მარცხენა ძუძუს დვრილის არეში, ირადიაციით მარცხენა ხელში ან ბეჭში. კლიმაქტერიული კარდიოპათიის დროს, კარდიალური ტკივილის სიძლიერე არ გამოვლინდება ე.კ.გ.-ს მონაცემებზე, იგი არ ხასიათდება იშემიისათვის ჩვეული პათოლოგიური გადახრებით. სინჯი ნიტროგლიცერინით უარყოფითია, ხოლო სინჯი ობზიდანით (ანაპრილინი), დადებითი (β-ადრენობლოკატორი, ამცირებს მიოკარდის შეკუმშვას).
პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება არტერიული წნევის მომატება, ლაბილობა, კრიზული მიმდინარეობა. არტერიული წნევის პარიოქსიზმები შეიძლება განვითარდეს, როგორც ფსიქიური აღგზნების, ასევე სრული სიმშვიდის პირობებში. უკვე არსებული ჰიპერტონული დაავადების ფონზე, კლიმაქტერიული კარდიოპათიის მიმდინარეობა მძიმდება. შეტევითი ხასიათის „ალიბის“ დროს გულისცემა აჩქარებულია.
|
კლიმაქტერიული ვესტიბიცოპათია |
ხასიათდება წონასწორობის დარღვევებით, თავბრუხვევით, ხმაურის შეგრძნებით თავსა და ყურებში. ვესტბულარული დარღვევების დროს, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე, თავის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ იწყება ძლიერი თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება. შესაბამისი კვლევით ორგანული პათოლოგია არ ვლინდება; ამდენად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის პრეპარატებით მკურნალობა უშედეგოა.
|
დიენცეფალური კრიზები |
კლიმაქტერიული სინდრომის მძიმე ფორმაა და შედარებით იშვიათია. შეტევა უმეტესად იწყება ღამით, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ადგილი აქვს სპაზმური ხასიათის ტკივილს გულის არეში, გულისცემისა და პულსის აჩქარებას, სახის ჰიპერემიას ან სიფერმკრთალეს, შემცივნებას ან ოფლიანობას, თავის ტკივილს და თავბრუსხვევას, საერთო სისუსტეს. წნევის მნიშვნელოვან მომატებას. შიშის შეგრძნებას. შეტევა მთავრდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით. შეტევა შეიძლება განმეორდეს თვეში რამდენჯერმე, ან იშვიათად. დიენციფალური კრიზების პათოგენეზში, წამყვანი როლი უპირატესად ენიჭება ჰიპერპროლაქტინებისა და ამდენად მკურნალობის ტაქტის შერჩევას, კარდინალური მნიშვნელობა ენიჭება.
|
ნეიროენდოკრინულ-ცვლითი სინდრომი
მაჩვენებელი |
სიმპათო-ადრენალური კრიზი |
ვაგოინსულარული კრიზი |
არტერიული წნევა
პულსი
ტემპერატურა, შრომისუნარიანობა
ფსიქიკა
|
ნორმაზე მაღალი
ტახიკარდით
37-39°C
საღამოს მომატებული
გაღიზიანება
|
ნორმაზე დაბალი
ბრადიკარდით
35,5-36°C
მომატებული დღისით დეპრესია
|
კანი
თვალის გუგები
პირის ღრუს ლორწოვანი
კიდურები.
|
ფერმკრთალი, ცივი
გაფართოებული
სიმშრალე ცივი
|
ვარდისფერი, თბილი
დავიწროვებული
ნერწყვდენა თბილი, ცხელი
|
ტკივილი გულის არეში
თავის თკივილები
ოფლიანობა
შარდვა
კუჭის მოქმედება
ძილი სხვა გამოვლინებები
|
მოჭერითი
საღამოობით
ცივი, წებოვანი
იშვიათი
შეკრულობა
მოუსვენარი
სისხლძარღვების სპაზმი
|
ჩხვლეტითი
დილით
თბილი, თხევადი
ხშირი
აშლილობა, გულისრევა
ღრმა მკვეთრი სისუსტე, გულის წასვლა
|
ნივთიერებათა ცვლა |
დაქვეითებული |
გაძლიერებული |
ანდრენალინის შემცველობა სისხლში |
ნორმაზე მაღალი |
ნორმაზე დაბალი |
მადა |
დაქვეითებული |
გაძლიერებული |
კონსტიტუცია |
ასთენიური |
პიკანტური |
კალიუმის შემცველობა სისხლში |
ნორმაზე დაბალი |
ნორმაზე მაღალი |
კრიზები |
დღისითმ საღამოს |
ღამით, დილით |
ფსიქო-ემოციური დარღვევები |
ხასიათდება შიშისა და დაძაბულობის შეგრძნებით, ადვილად გაღიზიანებით, მეხსიერების დაქვეითებით, შრომისუუნარობით, დეპრესიით, ასთენონევროტული სინდრომის ჩამოყალიბებით, შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებით და კლიმაქტერიული დეპრესიით, რომელიც არცთუ იშვიათად, ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ამდენად კლიმაქტერიული პერიოდის ფსიქო-ემოციური დარღვევები განსაკუთრებით მოითხოვს, უპირველესად ფსიქიატრის კონსულტაციას, რადგან იგი ძირითადად ლაბილური ფსიქიკის ქალებში გვხვდება და შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლატენტურად მიმდინარე ფსიქიური დაავადების მანიფესტაციას.
|
სენილური დემენცია ალცგეიმერი |
დაავადება, 1906 წელს აღწერილი იყო ალცჰეიმერის მიერ. ხასიათდება მეხსიერების პროგრესული დაქვეითებით, შეძენილი ცოდნის და ჩვევების დავიწყებით, დეპრესიით, აპათიით, ინტერესების სფეროს მკვეთრი შეზღუდვით; ემოციური, ფიზიკური და შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითებით. სენილური დემენცია უმთავრესად 60-65 წლის ასაკიდან იწყებს გამოვლენას და ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს.
ალცგეიმერის დაავადების პათოგენეზში წამყვან როლს ანიჭებენ სინაფსების და ქოლინერგიული ნეირონების აქტინების დაქვეითებას და ნეიროტოქსიური ცილის – ამილოიდის სიჭარბეს.
|
კლიმაქტერიული სინდრომის ცერებრალური ფორმის დროს მნიშვნელოვანია ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა |
ასტრადიოლი, აროგესტერონი, პროლაქტინი, პონადოტროპები (ლგ, ფსგ); კორტიზოლი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი. თირეოტროპული ჰორმონე; ტესტოსტერონე; ალდოდისტერონი.
|
კლიმაქტერიული სინდრომის დისტროფიული ფორმა
გენიტალური დისტროფია |
დისტროფიული დარღვევები უმეტესწილად გამოვლინდება მენოპაუზიდან 2-5 წლის შემდეგ.
ამ დროს მიმდინარეობს დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების ატროფიული ცვლილებები, საშოს ზომების შემცირება, საშოს თაღების ობლიტერაცია. ატროფიას განიცდის და ზომებში მცირდება საშვილოსნო და საკვერცხეები. მცირე მენჯის კუნთები და იოგები კარგავენ ტონუსს, ელასტიურობას და ხდება საშვილოსნოს დაწევა, ზოგჯერ სრულ გამოვარდნამდე. იცვლება საშოს ციტოლოგიური სურათი. მასში ლაქტობაცილები თითქმის არ არის; მცირდება გლიკოგენის რაოდენობა, მატულობს pH. ადგილი აქვს ვულვის და საშოს ქავილს, წვას და სიმშრალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყალიბდება ატროფიული კოლპიტი, რადგან ინფექციების მიმართ რეზისტენტობა ქვეითდება. ადგილი აქვს დისპარეუნიას – მტკივნეული კოიტუსს.
|
უროგენიტალური დისტროფია შარდის ბუშტი და ურეთრია
|
განიცდის დისტროფიულ ცვლილებებს, რის გამოც შარდვა გახშირებული, მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში უნებლიეა. ხშირ შემთხვევაში ყალიბდება რეციდიული ცისტიტი და ურეთრიტი, – ინფექციებისადმი რეზისტენტობის დაქვეითების გამო.
|
კანისა და შემაერთებელი ქსოვილის დისტროფია |
კანის ფიბრობლასტებში არის ესტროგენებისა და ანდროგენების რეცეპტები, ამიტომ ესტროგენების დეფიციტის ფონზე, მცირდება კოლაგენის სინთეზი, რასაც მოჰყვება ატროფიული ცვლილებები: კანისა და შემაერთებელი ქსოვილის გათხელება, დანაოჭება და გამოშრობა. ფრჩხილებისა და თმის სიმშრალეს, თვალის სკლერის სიმშრალე.
ესტროგენების ანტიანტროგენული მოქმედების შესუსტების გამო, ყალიბდება ჰიპერანტროგენული მდგომარეობა: ჰიპერტრიქოზი და ხმის ტემბრის შეცვლა.
|
|
ყალიბდება ართრიტი და ართრალგია. ადგილი აქვს, უპირატესად თითების, მუხლის და კოჭის სახსრების ტკივილსა და შესიებას. ხშირ შემთხვევაში ყალიბდება ართროზი, რევმატიული ართრიტი. |
კლიმაქტერიული სინდრომი და გულსისხლძარღვთა დაავადებები
ადგილი აქვს კარდიოლოგიური პათოლოგიების სიხშირეს |
ესტროგენების დეფიციტის გამო, გულისა და სისხლძარღვების კედლებში ლოკალიზებული ესტროგენებისადმი მგრძნობიარე სპეციფიკური რეცეპტორების რეზესტენტობის მომატება განაპირობებს მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის შეფერხებას, წუთობრივი მოვულობის შემცირებას, და მარცხენა პარკუჭის შედარებით ჰიპერტროფიას. გარდა აღნიშნულისა, ესტროგენების დეფიციტი მოქმედებს ლიპოპროტეიდების მეტაბოლიზმზე და ამდენად ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.
შენაცვლებითი ჰორმონალური თერაპია 50%-ით ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ამცირებს რა დაბალი და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლში, და ჰემოფერული არტერიების ტონუსის დაქვეითებას, გარდა აღნიშნულისა ჰორმონალური შენაცვლებითი თერაპიის ჰიპოტენზური ეფექტი დაკავშირებულია, ესტროგენეზის მეშვეობით, სისხლძარღვთა ენდოთელურ უჯრედებში რელაქსაციური ფაქტორის, – აზოტის ოქსიდის გამომუშავებასთან, რომელიც იწვევს სისხლძარღვთა რეზისტენტობის შემცირებას. იგივე მექანიზმით აიხსნება შენაცვლებითი თერაპიის ფონზე, იშემიის სწრაფი შემცირება.
|
|