პროლაქტინი წარმოადგენს ლაქტოტროპიულ ჰორმონს, რომელიც სინთეზირდება ჰიპოფიზის წინა წილის სპეციფიურ ლაქტოტროპულ უჯრედებში, – პროლაქტოტროფოცისტებში. მისი სინთეზის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ კალციუმის იონებს და ადენოზინმონოფოფსფორის მჟავს.
პროლაქტინი წარმიოადგენს ერთადერთ ჰორმონს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვისათვის, მათ შორის, – წყლისა და ელექტროლიტური ცვლის, ზრდა-განვითარების რეგულირებისათვის, მეტაბოლური პროცესებისათვის, რეპროდუქციული ფუნქციისათვის.
პროლაქტინის ჰიპერსეკრეციის შემთხვევაბში ირღვევა ოვულაციის მექანიზმი, რის გამოც ქვეითდება ენდომეტრიუმის მგრძნობელობა პროგესტერონის მიმართ, რის შედეგადაც ფერხდება ყვითელი სხეულის სრული ჩამოყალიბება და მისგან პროგესტერონის წარმოება.
თუ ჰიპერპროლაქტინემია აღწევს მაღალ ზღვარს, იგი იმავდროულად უკავშირდება და კონკურენციას უწევს ჰონადოტროპინების რეცეპტორებს საკვერცხეებში, რითაც ამუხრუჭებს მის სტერეოგენეზს და აქვეითებს საკვერცხეების მგრძნობიარობას ენდოგენური და ეგზოგენური ჰონადოტროპინების მიმართ.
ჰიპერპროლაქტინების სინდრომი, ეტიოლოგიიდან გამომდინარე, იყოფა ორ ჯგუფად:
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზალური სისტემის დარღვევები;
- თავის ტვინის სიმსივნეები;
აღნიშნული ჯგუფებისათვის, ძირითადათ დამახასიათებელია პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია და გალაქტორეა თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც გალაქტორეა-ამენორეას სინდრომი ვითარდება პროლაქტინის ნორმალური სეკრეციის ფონზეც.
სქესობრივი და არასქესობრივი, ჰიპერფუქნციური ტიპის ენდოკრინული პათოლოგიები, როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ინსულარული სისტემის დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის, კუშინგის, ადისონის და ასევე, ის პათოლოგიები, რომლებიც გავლენას ახდენენ სარძევე ჯირკვლის ფუნქციაზე და არღვევენ რილიზინგ-ჰორმონების და ჰიპოფიზის ტროპული ჰორმონების ურთიერთკავშირის მექანიოზმს, – განაპირობებენ პროლაქტინის ჭარბ სეკრეციას.
პირველად ჰიპერპროლაქტიმენიას განაპირობებს
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის პირველადი დაზიანება.
- ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის დისფუნქცია და პროლაქტინმაინჰიბირებული ფაქტორის სინთეზის დარღვევა.
- ჰიპოფიზის ლიმფოიდური ჰიპოფიზიტი და ანთებითი პროცესები ჰიპათალამუსში.
- ჰიპოფიზის ფეხის დაზიანება (ტრავმა, ანთება).
- „ცარიელი“ თურქული კეხი
- ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუქცირებელი სიმსივნეები.
- ჰიპოფოზის ჰორმონალურად არა აქიური სიმსივნეები (ინტრა და სუპრასელიარული), კრანოფარინგიომები, მენინგიომები.
- პროფილაქტინომები (მიკრო და მაკროადენომა).
- აკრომეგალია, იცენკო-კუშინგის დაავადება.
- თავის ქალის ძვლების ჰიპეროსტოზი, ტვინის ქსოვილში კალციფიკატების არსებობა – მორგანის სინდრომი.
მეორად ჰიპერპროლაქტინემიას განაპირობებს
- ჰოპოთორეზი.
- კლიმაქტერიული, პრემენსტრუაციური და პოლიკისტოზური საკვერცხეების ფორმები.
- ჰიპერანდროგენია – ტრანზიტორული ჰიპერპროლაქტინემია.
- ქრონიკული ფსიქოლოგიური სტრესი.
- თირკმლის უკმარისობა.
- სარკოიდოზი, გასტოცისტოზი
- ბრონქების კიბო.
- ოპერაცია, ჰერპესი, რტავმები, – გულმკერდის არეში.
- ძუძუს კერტების მექანიკური გაღიზიანება.
- საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკვა.
მედიკამენტები: ფენოტიაზიდი, ტრანკვილიზატორები, რეზერპინი, ესტროგენი, სტერეოდული კონტრეცეპტივები, პროსტაგლანდები, ციპროტერონ აცეტატი და სხვა.
ჰიპოფიზის სიმსივნის დროს ადგილი აქვს ე.წ. „ცარიელი“ თურქული კეხის შემდეგ გამოვლინებებს: ძლიერ თავის ტკივილებს, მხედველობის დაქვეითებას, დიპლოპიას და ბიტენპორალურ პემიანოფსიას.
|