ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ია ვერულაშვილი

პროფესორი
ია ვერულაშვილი

ევროპის ცერვიკალური კიბოს, ევროპის მენოპაუზის ასოციაციის, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, „ქალთა ცენტრის“ დამფუძნებელი.

ვასო ვერულაშვილი

პროფესორი
ვასილ ვერულაშვილი


ენდომეტრიული ჰეტეროტოპიები ანუ ენდომეტრიოზი – არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილის განლაგებას მისი ნორმალური მდებარეობის გარდა სხვა ადგილებში. ენდომეტრიოზი არ არის ჭეშმარიტი სიმსივნე, იგი ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზიაა.

კლინიკა. დაავადების ძირითადი ნიშანია პროგრესირებადი ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის წინა პერიოდში ჩნდება და განსაკუთრებით მწვავედ მენსტრუაციის დროს გამოვლინდება. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი, ინტენსიური ხასიათისაა.