საკვერცხეების პოლიკისტოზი არის საკვერცხეებში მიმდინარე, იმ პათოლოგიური, სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც საკვერცხეების მიერ ანდროგენების ჭარბ სეკრეციას განაპირობებს, კერძოდ:
- ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმის დარღვევები;
- გენეტიკურად განპირობებული ან შეძენილი ენზიმური უკმარისობა, როგორც საკვერცხეებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვალში;
- ინსულინრეზისტენტობა.
- ამდენად ორგანიზმში გროვდება რა ანდროგენული აქტივობის მქონე სტეროიდული შენაერთები, ისინი ამცირებენ ესტროგენულ ზემოქმედებას ჰიპოთალამუსის იმ სტრუქტურაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰიპოფიზის ჰონადოტროპულ აქტივობაზე. ამდენად, ჰონადოტროპინები გამოიყოფა მუდმივად და არაციკლურად, – მალუთეინიზირებელი ჰორმონის – (ЛГ) ოვულაციის წინა პიკის გარეშე, რაც ქმნის ხანგრძლივ, მყარ ანოვულაციურ მდგომარეობას.
- მუდმივი, მყარი ანოვულაცია კი საკვერცხეების მორფოლოგიურ და ფუნქციურ ცვლილებებს განაპირობებს.
- ლიპოლიზური ფერმენტების (ესთერაზა, ლიპაზა) აქტივობა მატულობს ცხინმოვან ქსოვილში, რაც ადროსტენდიონის ესტრონად არომატიზაციის პროცესს უწყობს ხელს და ამდენად ყალიბდება ჰიპერესტროგენული მდგომარეობა.
- ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკვერცხეებში არ ხდება დომინანტი ფოლიკულის მომწიფება და უკუგანვითარება, რაც საბოლოო ჯამში, – საკვერცხეების პოლიკისტოზურ გადაგვარებას აყალიბებს.
პოლიკისტოზური საკვერცხეების ფორმები
- პირველადი პოლიკისტოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების დაავადება, შტეინ-ლევენტალის სინდრომი.
- მეორადი პოლიკისტოზი:
- – ენდოკრინულ-ცვლითი ფორმა, – ჰიპოთალმური სინდრომი.
- – საკვერცხეების პოლიკისტოზის ინსულინ-რეზისტენტული ფორმა.
- შერეული ფორმა: საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზი, ადრეგენიტალური სინდრომის რბილი ფორმა
პირველადი პოლიკისტოზი, შტეინ-ლევინტალის სინდრომი
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით მენარხეს პერიოდიდან
- ჰირსუტიზმი
- პირველადი უნაყოფობა
- ჰირსუტიზმი
- სერობეა
- acne vulgaris
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
- სპორტული აღნაგობა
- უნაყოფობა
- ულტარსონოგარფიით: ორმხრივად გადიდებული საკვერცხეები, 8-12 მმ,
3-8 მმ დიამეტრის მქონე ფოლიკულარული კისტებით გასქელებული კაფსულით.
მეორადი პოლიკისტოზი
ა) ჰიპოთალმური სინდრომი, ენდოკრინულ-ცვლითი ფორმა, საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზი
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
- მსუბუქად გამოხატული ჰირსუტიზმი
- ფემინური გაცხიმოვნება
- კანის საფარვლის stiria distensae, ვარდისფრიდან მუქ იისფერამდე
- ვეგეტატიური ჩივილები
- პირველადი და მეორადი უნაყოფობა
ბ) საკვერცხეების მეორადი პოლიკისტოზის ინსულინ-რეზისტენული ფორმა
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
- ჰირსუტიზმი
- ვირსცერალური ტიპის სიმუქე
- კლიმაქტერიული კუზი
- სერობეა
- acne vulgaris
- acantosis nigricans
- პირველადი ან მეორადი უნაყოფობა
საკვერცხეების პოლიკისტოზის შერეული ფორმა
- ჰირსუტიზმი
- სერობეა
- acne vulgaris
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოლიგო-ამენორეის ტიპით.
- სპორტული აღნაგობა
- მანძილის გადიდება კლიტორსა და შარდსაწვეთს შორის უნაყოფობა
|