<

ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ია ვერულაშვილი

პროფესორი
ია ვერულაშვილი

ევროპის ცერვიკალური კიბოს, ევროპის მენოპაუზის ასოციაციის, ევროპის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, „ქალთა ცენტრის“ დამფუძნებელი.

ვასო ვერულაშვილი

პროფესორი
ვასილ ვერულაშვილი


დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, ჰიპოთალამო – ჰიპოფიზ – საკვერცხეების ურთიერთქმედების ციკლურ სისტემაში, _ ფუნქციური ხასიათის დარღვევებით განპირობებული, _ ანოვულაციის შედეგია.

აღნიშნული პროცესი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ჰორმონალური ჰომეოსტაზის დარღვევებმა (აბორტი);
  • ნეიროენდოკრინულმა დაავადებებმა (იცენკო-კუშინგი);
  • ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიებმა (ფარისებრი ჯირკვალი);
  • ემოციურმა და ფსიქიურმა სტრესმა;
  • ინფექციებმა და ინტოქსიკაციამ;
  • ნეიროლეპტიური მედიკამენტების მიღებამ;
  • ორგანიზმის თერმულმა და ინსოლაციურმა გადატვირთვამ;
  • კლიმატის შეცვლამ;
  • გაცხიმოვნება (სიმსუქნე);
  • ჰიპოვიტამინოზმა.


რეპროდუქციული ასაკის დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა

კლინიკა:

  • სხვადასხვა ინტენსივობის საშვილოსნოსმიერი სისხლდენა ანემიით ან მის გარეშე.
  • საერთო სისუსტე
  • ადინამია
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ტაქიკარდია
  • კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე


პრემენოპაუზური  საშვილოსნოსმიერი დისფუნქციური სისხლდენები

  • ითრგუნება მალუთეინიზირებელი ჰორმონის ოვულატორული პიკი; ვითარდება ყვითელი სხეულის უკმარისობა-მონოტონური და ხანგრძლივი ესტროგენული სტიმულაცია, რაც განაპირობებს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, ჯირკვლოვან-კისტოზურ ცვლილებებს. ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ენდომეტრიუმში ჩნდება ნეკროზული უბნები და ხდება ენდომეტრიუმის ხანგრძლივი, არათანაბარი მოცილება.     
  • კლინიკური სურათი: აციკლური, ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუალური გამონადენი ან სისხლდენები.


დიფერენციალური დიაგნოსტიკა

  • ენდომეტრიუმის ადენოკარცინომა
  • ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია
  • ადენომიოზი
  • საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა
  • ესტროგენმაპროდუცირებელი სიმსივნეები
  • საშვილოსნოს გარეორსულობა
  • შეწყვეტილი ორსულობა   
  • პლაცენტარული პოლიპი