ათეროსკლეროზი
ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზებს შორის განიხილება რამდენიმე ჰიპოთეზა: თრომბული დაზიანების ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ენდოთელური უჯრედები განიცდიან სხვადასხვა ფაქტორებით განმეორებით ან მუდმივ დამიზნებულ მოქმედებას. ასეთებია: ჰიპერქოლესტერმია, არტერიული ჰიპერტეზია, შაქრიანი დიაბეტი, ადინამია, სიმსუქნე, იმნოლოგიური დაზიანება, თამბაქოს ჭარბი მოწევა, ნეოპლიზის თეორია. უკანასკნელ წლებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ატეროსკლეროზის განვითარება დაკავშირებულია Chlamida Pneumoniae-ით ინფიცირებასთან. ფართომაშტაბიანი გამოკვლევებით დადგენილია: სისხლში ქოლესტერინის ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის, ლიპოპროტეინების მაღალი შემცვლელობა, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი კონცენტრაცია ხელს უწყობს თეროსკლეროზის პროგრესირებას.
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგად ვითარდება ათეროსკლეროზის გენერალიზაცია: ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვები, გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიები, თირკმლის არტერია, ქვედა კიდურების მკვებავი არტერიები და აორტა.
იმისდა მიხედვით თუ რომელი არტერია დაზიანდება პირველადად, ვითარდება: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, ენდარტერიტები.
სისხლში ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი კონცენტრაცია შეიძლება განვითარდეს ორი მიმართულებით: ენდოგენური გზით, ეგზოგენური – ალიმენტარული გზით; საჭიროა მოწესრიგდეს სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაცია, შეიცვალოს ცხოვრების რეჟიმი, დიეტა, ფეხით სიარული, საკვებიდან ამოღებულ უნდა იქნას ხორცის ნახარშით დამზადებული საკვები, ნახშირწყლები და კარაქი. საჭიროა ჭარბი წონის მოწესრიგება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობა.
|