გულის უკმარისობა
გულის ძირითადი ფუნქციაა ვენებიდა მიღებული სისხლის გადასროლა არტერიულ სისტემაში და ქსოვილების მომარაგება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც გული კარგავს უნარს უზრუნველყოს, სისხლის მიმოქცევის ის დონე რომელიც ჭირდება ორგანიზმს მეტაბოლური საჭიროებისათვის, ვითარდება გულის უკმარისობა.
გულის უკმარისობა სხვადასხვა ხარისხისაა და ამისდა მიხედვით სუბიექტური და ობიექტური მონაცემები განსხვავებულია. ძირითადად ავადმყოფს აწუხებს: ადვილად დაღლა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, არითმია. შორს წასულ შემთხვევაში ხველა, იძულებითი ჯდომითი ან დგომითი მდგომარეობა, ქვედა კიდურების შეშუპება და მუცელში თავისუფალი სითხის დაგროვების გამო მუცლის მოცულობაში გაზრდა.
|