კარდიომიოპათია
კარდიომიოპათია აერთიანებს მიოკარდიუმის პირველად არაანთებით დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია: გარდიომეგალია (დიდი გული), გულის პროგრესირებადი რეფრაქტერული უკმარისობა და რითმის დარღვევა.
კარდიომიოპათიები ეტიო-პათოგენეზის მიხედვით შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:
- დილატაციური კარდიომიოპათია
- ჰიპერტროპიული კარდიომიოპათია
- რეტრაქციული კარდიომიოპათია
- მარჯვენა პარკუჭის არითმოგენული კარდიომიოპათია
- არაკლასიფიცირებული კარდიომიოპათია
- სპეციფიკური კარდიომიოპათია
დაავადებისათვის დამახასიათებელია: გულის ღრუების გადიდება, როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ, საზღვრების მკვეთრი გადიდება, კუმშვადობის მაჩვენებლის მკვეთრი დაქვეითება, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, გულის არეში ტკივილები, სხვადასხვა ემბოლიური გართულებები თავის ტვინში, ფილტვის არტერიის სისტემაში, შეგუბებითი მოვლენები სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეში. დაავადება შეიძლება გართულდეს პარკუჭების ფიბრილაციით და ასისტოლიით.
|