გულის ქრონიკული იშემიური დაავადება
გულის ქრონიკული იშემიური დაავადება ვითარდება გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგად. გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიები შეიძლება იყოს შევიწროვებული, დიფუზურად დაზიანებული, გაგანიერებული ან ოკლუზირებული.
არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება ვილინდება გულის არეში ცვლილებებით, რომელსაც სტენოკარდია ეწოდება. სტენოკარდია შეიძლება იყოს მოსვენებითი, დაძაბვის, სტაბილური და არასტაბილირი.
დაავადება იწყება ძლიერი ტკივილით, სიმძიმის და წვის შეგრძნებით გულის არეში და მკერდის ძვლის უკან. ტკივილი ირადიაციას განიცდის საძილე არტერიების გასწვრივ, ქვედა უბანში, მარცხენა ზემო კიდურში ან მარცხნივ ბეჭის ქვეშ. ტკივილს ზოგჯერ ატიპიური მიმდინარეობა აქვს – ეპიგასტრალური არე.
სტენოკარდიის ექვივალენტი პაციენტთა გარკვეულ რაოდენობაში შეიძლება იყოს: ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, არითმია.
ტკივილი შეიძლება გახანგრძლივდეს 1-5 წუთის განმავლობაში.
|