ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


დოდო ნაფეტვარიძე

კარდიოლოგიდო
დოდო ნაფეტვარიძე

მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, პროფესორ გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი

ვლადიმერ თხელიძე

კარდიოლოგი
ვლადიმერ თხელიძე

25 წლის გამოცდილების კარდიოლოგი, 3 გამოგონება და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი


გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები

გულის მანკი შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი. გულის თანდაყოლილი მანკი ახალშობილთა 1%-ს აღენიშნება. გულის თანდაყოლილი მანკის განვითარების ძირითადი მიზეზია: გენეტიკური წინასწარგანწყობა და გარემო ფაქტორების ზემოქმედება (ქრომოსომული ანომალია და ვირუსული ინფექციები). გულის თანდაყოლილი მანკებიდან ცნობილია: წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, ფალოს ტეტრადა, ბიკუსპიდალური დარქველი, პულმონული სტენოზი, მსხვილი არტერიების ტრანსპოზიცია, დექსტროკარდია, იზოლირებული ლევოკარდია.

შეძენილი გულის მანკები ვითარდება სხვადასხვა დაავადების დროს: რევმატიზმი, ბაქტერიული და ვირუსული გენეზით განვითარებული ენდოკარდიტების შედეგად, ათეროსკლეროზული პროცესის შედეგად სარქვლოვანი აპარატის დაზიანებით. შეძენილი მანკებიდან ცნობილია: ორკარიანი და სამკარიანო ხვრელისა და სარქვლის დაზიანება, შესაბამისად ხვრელის სტენოზი და სარქვლის ნაკლოვანება, აორტის ხვრელისა და სარქვლის დაზიანება. პაციენტს აღენიშნება: ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, რითმის დარღვევა, შორსწასულ შემთხვევებში შეგუბებითი მოვლენები მცირე წრეში და ხველა, ქვედა კიდურების შეშუპება და მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვება.