ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


დოდო ნაფეტვარიძე

კარდიოლოგიდო
დოდო ნაფეტვარიძე

მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, პროფესორ გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი

ვლადიმერ თხელიძე

კარდიოლოგი
ვლადიმერ თხელიძე

25 წლის გამოცდილების კარდიოლოგი, 3 გამოგონება და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი


გულის კუნთის დაავადებები: მიოკარდიტი, პერიკარდიტი

მიოკარდიუმის ანთებით გამოწვეულ დაავადებას მიოკარდიტი ეწოდება. მიოკარდიტის გამომწვევი უხშირესი მიზეზია ვირუსული ინფექცია, რევმატიზმი, დიფტერია; მიოკარდიტი შეიძლება გამოვლენილი იყოს ტოქსინების, მედიკამენტების, ავტოიმუნური, ალერგიული, ანთებითი ფაქტორებით. მიოკარდიტის დროს ანთება შეიძლება განვითარდეს როგორც მიოკარდიოციტებში, ასევე ინტერსტიციულ ქსოვილებში, სისხლძარღვებსა და პერიკარდიუმში.

მიოკარდიტმა შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია და გადავიდეს კარდიომიოპათიაში.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან პროგრესირებადი გულის უკმარისობის სახით.

პერიკარდიუმის ფურცლების ანთებას პერიკარდიტი ეწოდება.

პერიკარდიტი შეიძლება იყოს: მწვავე, ექსუდაციური, კონსტრიქციული.

მისი გამომწვევი მიზეზებია: ვირუსები და ბაქტერიები. პერიკარდიტი ვითარდება ინფარქტის შედეგად ადრე 24 საათის განმავლობაში ან მოგვიანებით რამდენიმე კვირის შემდეგ ინფარქტის განვითარებიდან – დრესლერის სინდრომი.

ავადმყოფები უჩივიან: სისუსტე, ტკივილი გულის არეში, ტემპერატურის მომატება, გულის აჩქარება, არითმია, პერიკარდიტის დროს პერიკარდიუმის ხახუნი.

საჭიროა დროული ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა, დაავადების გართულებების თავიდან აცილების მიზნით.