ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


დოდო ნაფეტვარიძე

კარდიოლოგიდო
დოდო ნაფეტვარიძე

მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, პროფესორ გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის კარდიოლოგი

ვლადიმერ თხელიძე

კარდიოლოგი
ვლადიმერ თხელიძე

25 წლის გამოცდილების კარდიოლოგი, 3 გამოგონება და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი


გულის რითმისა და გამტარებლობის დარღვევა

გულის კუნთში იმპულსის წარმოქმნის სიხშირის, რეგულირების ან წარმოქმნის ადგილის პათოლოგიურ შეცვლას, იმპულსის გატარების დარღვევას, რასაც თან ახლავს მიოკარდიუმის თანმიმდევრული აღზნების მოშლა, ეწოდება გულის რითმისა და გამტარებლობის დარღვევა.

ავადმყოფს აღენიშნება: დისკომფორტი გულის არეში, გულის ფრიალი, გულის არათანაბარი მუშაობის შეგრძნება, გულის ცემის გახშირების ან შენელების შეგრძნება, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა, გონების დაკარგვის შეგრძნება, სისუსტე, ოფლიანობა. არითმია შეიძლება გართულდეს პარკუჭების ფიბრილაციითა და გულის გაჩერებით.