ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ივანე ვერულაშვილი

პროფესორი
ივანე ვერულაშვილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე და ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის კათედრის გამგე.


თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის საწყისი გამოვლინება;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა...

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის საწყისი გამოვლინება ცერებრული დისჰემიის სუბკლინიკურ ფორმას წარმოადგენს, ვინაიდან მისთვის არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის კერობრივი დაზიანების ნიშნები. პირველ პლანზე წარმოდგენილია ავადმყოფის სუბიექტური ჩივილები : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპოდინამია, ემოციური ლაბილიბა, უსიამუვნო შეგრძნება გულის არეში და სხვ. რეკომენდებულია ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გამიზნული კორექცია ანტიოქსიდანტური პრეპარატებით. მკურნალობის ამგვარი ტაქტიკა უბრუნებს ავადმყოფს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას, ხოლო ზემოაღნიშნული ცერებრული დიჰემიის ჩივილების იგნორირება დროთაგანმავლობაში იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის საწყისი გამოვლინების ტრანსფორმაციას გარდამავალ სისხლის მიმოქცევის მოშლაში.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა (როდესაც ზოგადტვინოვანი და კერობრივი დაზიანების ნიშნები ავადმყოფს აღენიშნება მხოლოდ 24 საათის განმავლობაში) კლინიკურად ვლინდება ტრანზიტორული იშემიური შეტევებით და ჰიპერტონული ცერებრული კრიზით. ტრანზიტორული იშემიური შეტევები ვლინდება სახის ნახევრის დაბუჟებით ან ჰემიპარესთეზიით. პარესთეზია შესაძლოა ატარებდეს უფრო შემოფარგლურ, ლოკალურ ხასიათსაც (ტუჩის ნახევარი, ერთი ხელი, იშვიათად ფეხი). ამასთან ერთად, შეიძლება აღინიშნებოდეს გარდამავალი მონო- და ჰემიპარეზები, ან მეტყველების გაძნელება. (შეტევა გრძელდება რამოდენიმე წუთი ან რამოდენიმე საათი). გარდამავალი სისხლის მიმოქცევის მეორე ვარიანტს წარმოადგენს ცერებრული ჰიპერტონული კრიზი.. ტრანზიტორული იშემიური შეტევისგან განსხვავებით ამ დროს დომინირებს ზოგადტვინოვანი და ვეგეტატიური სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, არასისტემური თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპერჰიდროზი, სახის ჰიპერემია ან სიფერმქთალე (ტვინის კერობრივი დაზიანების ნიშნები კი ან არ არის გამოხატული ან საერთოდ არ ვლინდება). ცერებრული ჰიპერტონული კრიზის სარწმუნო სადიაგნოსტოკო ტესტს წარმოადგენს ზემოაღწერილი ნევროლოგიური სიმპტომატიკის ჩამოყალიბება სისტემური არტერიული წნევის უეცარი მომატების ფონზე და ლიკვიდაცია არტერიული წნევის ნორმალიზაციის შემდეგ. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამალი მოსლის ფონზე შეიძლება განვითარდეს როგორც ცერებრული ინსულტი, ისე ქრონოკული ცერებრული დისჰემია.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობას (დისცირკულატორული ენცეფალოპათია I, II, III სტადია) ახასიათებს ავადმყოფის როგორც სუბიექტური ჩივილები (თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, არასისტემური თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და სხვ.), ისე ნერვული სისტემის კერობრივი დაზიანების ნიშნები (რომლებიც შეესაბამება დაზიანებული ცერებრული სისხლძარEვების საირიგაციო უბანის ფუნქციურ დატვირთვას). Aვადმყოფი კომპენსირებულია, თუმცა პერიოდულად აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და ამ დროს (ასევე როგორც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლის შემთხვევაში) შეიძლება განვითარდეს მწვავე ცერებრული კატასტროფა.

ცერებრული მწვავე დისჰემიის კლინიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს პასუხი კითხვაზე, თუ რა ხასიათის კერა ჩამოყალიბდა თავის ტვინში ანუ პროცესი იშემიური თუ ჰემორაგიულია. საჭირო არის თავის ტვინის რენტგენული (ჩთ) ან მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კომპიუტერული ტომოგრაფია (+ ანგიოგრაფიული რეჟიმი), ტრანსკრანიული დოპლეროგრაფია და სხვ. ეს ღონისძიებები უნდა ატარებდეს გეგმიურ ხასიათს, ვინაიდან, ზოგჯერ ჰემორაგიული ინსულტის განსხვავება ტვინის ინფარქტისაგან მხოლოდ ნევროლოგიური მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია (მაგალითად მცირე ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა ხშირად კლინიკურად მიმდინარეობს როგორც იშემიური ინსულტი).