ქვემწვავე (ქრონიკული) თავის ტკივილი
მენსტრუალური შაკიკი – ყრუ ხასიათის თავის ტკივილი აღმოცენდება მენსტრუალური ციკლის დაწყების წინ (რამდენიმე დღით ადრე); საჭიროებს სიმპტომატურ მკურნალობას;
ყრუ, მზარდი ინტენსივობის თავის ტკივილი დამახასიათებელია სუბდურული ჰემატომისათვის (სისხლის ჩაქცევა ტვინის მაგარი გარსის ფირფიტებს შორის) – მდგომარეობა იმით რთულდება, რომ უმეტეს შემთხვევაში ტრავმა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ავადმყოფი არ აფიქსირებს მასზე ყურადღებას და ამ გარემოებას ისიც ართულებს, რომ ნევროლოგიური გამოკვლევის დროს კერობრივი დაზიანების ნიშნებიც არ ვლინდება; დიაგნოზის დადგენის მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს - თავის ტვინის რენტგენული (CT) ან მაგნიტურ რეზონანსული (MRI) კომპიუტერული ტომოგრაფია; მკურნალობა გადაუდებელი ნეიროქირურგიული ჩარევა;
ზომიერი ინტენსივობის თავის ტკივილი რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის, დახველების, დაცემინების, თვალის კაკლების მკვეთრი მოძრაობის დროს – დამახასიათებელია ფსევდოტუმორული სინდრომისთვის; ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზის დასადგენად საჭიროა თავის ტვინის ნეიროვიზუალიზაცია (CT და MRI), თვალის ფსკერის გამოკვლევა და სხვ.
|