ჰიპერკინეზები
ჰიპერკინეზები ანუ უნებლიე, ნაძალადევი მოძრაობები, რომლებსაც არავითარი ფუნქციური დანიშნულება არ გააჩნია შეიძლება გამოწვეული იყოს თავისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურის როგორც დაზიანებით, ისე გაღიზიანებით; ამ კატეგორიის ავადმყოფების გამოკვლევა, გარდა ეპილეფსიური კრუნჩხვების შემთხვევებისა, შესაძლებელია ამბულატორულ პირობებში
თავის ტვინის და ქერქქვეშა წარმონაქმნების გაღიზიანება (ეპილეფსიური კრუნჩხვები)
ქერქქვეშა ბირთვების პათოლოგია (ქორეა, ათეტოზი, ტორსიული დისტონია, ჰემიბალიზმი, პარკინსონული კანკალი და სხვ.)
ტვინის ღეროს დაზიანება და გაღიზიანება (ორგანული ტრემორის სხვადასხვა სახე, მიოკლონია, ნისტაგმი, ტორტიკოლიზი და სხვ.)
ნათხემის პათოლოგია (ინტენციური კანკალი და ნისტაგმი)
ზურგის ტვინის პათოლოგია (ფიბრილაციები და ფასციკულაციები)
|