ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ივანე ვერულაშვილი

პროფესორი
ივანე ვერულაშვილი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე და ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის კათედრის გამგე.


ცერებრული და სომატოსენსორული პაროქსიზმები

თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და შინაგანი ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიის დროს აღინიშნება უეცრად განვითარებული, შეტევითი ხასიათის მწვავე მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს

ტრანზიტორული იშემიური შეტევები – ვლინდება სახის ნახევრის დაბუჟებით ან ჰემიპარესთეზიით; პარესთეზია შესაძლოა ატარებდეს უფრო შემოფარგლურ, ლოკალურ ხასიათსაც (ტუჩის ნახევარი, ერთი ხელი, იშვიათად ფეხი). ამასთან ერთად, შეიძლება აღინიშნებოდეს გარდამავალი მონო- და ჰემიპარეზები, ან მეტყველების გაძნელება; შეტევა გრძელდება რამოდენიმე წუთი ან რამოდენიმე საათი;

ტვინის მწვავე შეშუპება – შეიძლება განვითარდეს ცერებრული ჰიპერტონული კრიზის ფონზე; ამ დროს, თუ არ იქნა სწორად წარმართული გადაუდებელი სამკურნალო ღონისძიებები ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს ტვინის ქსოვილის გაჯირჯვების გამო;

დიდი ეპილეფსიური გულყრა – მიმდინარეობს გონების დაკარგვით, ტონური და კლონური კრუნჩხვებით, რომლის შემდეგ აღინიშნება გულყრის შემდგომი პერიოდი; ქრონიკულ ეპილეპტიკებს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება, ხოლო პირველადი გულყრის შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევა;

ეპილეფსიური სტატუსი – არის სიცოხლისათვის საფრთხილო მგომარეობა, როდესაც ერთ ეპილეფსიურ განტვირთვას, ხანმოკლე ინტერვალის შემდეგ (ან ინტერვალის გარეშე) მოზდევს მეორე გულყრა – მეორეს მესამე და ა.შ. ; საჭიროებს გადაუდებელ სააწრაფო დახმარებას;

მიასთენიური კრიზი – მიასთენიის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ფორმის დროსაც კი უეცრად შეიძლება განვითარდეს გენერალიზირებული კუნთების სისუსტე, ბულბარული მოვლენები (ყლაპვის, ფონაციის, სუნთქვის მოშლა) და ავადმყოფი თუ არ იქნა შეერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დაღუპება სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო;

ლანდრის აღმავალი დამბლა – პირველადი მწვავე პოლირადიკულონეიროპათია (გიენ-ბარეს სინდრომი) რომლისათვის დამახასიათებელია კიდურების დუნე დამბლები და პარესთეზიები შეიძლება დაიწყოს ქვედა კიდურების სისუსტით, შემდგომში კი პარეზების გავრცელებით ზედა კიდურებზე და ტორსის მუსკულატურაზე; საჭირო არის ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება;

ტაბესური კრიზი – ნეიროსიფილისის ერთ-ერთი სტადია არის ზურგის ტვინის ხმობა, როდესაც შეიძლება განვითარდეს ვისცერალური კრიზები (აუტანელი ხასიათის ტკივილი შენიღბული როგორც რომელიმე ორგანოს დაზიანება); თუ ავადმყოფი და მისი პატრონი მალავს სიფილისის არსებობას ანამნეზში და ავადმყოფს არ ჩაუტარდა ექოსკოპიური გამოკვლევა, ზოგჯერ შეცდომით ავადმყოფს უტარდება ქირურგიული ჩარევა; საჭიროებს ტკივილგამაყუჩებლებისა და სპაზმოლიტიკების გამოყენებას;

ლუმბაგო – არის უეცარი მწვავე ტკივილი აღმოცენებული უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს, რომელსაც საფუძვლად უდევს სინოვერტებრალური ნერვის მოჭყლეტა დაცურებული მალთაშუა დისკით ან დისკის თიაქარით; ავადმყოფი შეშდება იმ პოზაში, რომელშიც აღმოცენდა ტკივილი; საჭირო არის ანალგეტიკების ინექცია და დაჭიმული პარავერტებრული კუნთების რელაქსაცია (მანუალური და მედიკამენტოზური მეთიდებით);

სიმპატიკოადრენალური კრიზი – ვლინდება ართერიული წნევის აწევით, ტაქიკარდიით, ჰიპერთერმიით, ჰიპერგლიკემიით, თავის ტკივილით, ტკივილით გულის არეში, სიკვდილის შიშით და მთავრდება დიდი რაოდენობის ღია ჩალისფერი შარდის გამოყოფით (ასახავს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციას);

ვაგოინსულარული კრიზი – აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, სუნთქვის გაძნელება, ჭარბი ოფლიანობა, თავბრუსხვევა (გულის წასვლა ანუ სინკოპე ვაგოინსულარული კრიზის ერთერთი გამოვლინებაა); საჭიროებს სიმპტომატოლოგიურ მკურნალობას.