ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center


ლეილა კალაძე

პროფესორი
ლიელა კალაძე


აკრომეგალია

აკრომეგალია არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის სეკრეციის მომატებით ზრდასრულ ასაკში (30 წლიდან – 50 წლამდე).

95%-ში ზრდის ჰორმონის ქრონიკულ ჰიპერსეკრეციას განაპირობებს ჰიპოფიზის ადენომა (ჰიპოფიზის სიმსივნე). აკრომეგალია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, აკრო-კიდურები, მეგალე-დიდი.

აკრომეგალიის ძირითადი და მკვეთრი ნიშანია ცვლილება გარეგნობაში – აღინიშნება სხეულის წარზიდული ნაწილების გადიდება (ცხვირი, ტუჩები, ენა), კანის შესქელება. იზრდება მტევნის, თითების, ტერფის ზომები, ძირითადად სიგანეში. აკრომეგალიას ახასიათებს თავის ტკივილი, შრომისუნარის დაქვეითება, ადგილი აქვს ჩონჩხის დეფორმაციას, იცვლება ხმის ტემბრი და ხდება მამაკაცური ტიპის (დაბალი, ბოხი). ქალებში აღენიშნება ჭარბთმიანობა, ლაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. მამაკაცებში ქვეითდება ლიბიდო და პოტენცია.

სერიოზული გართულებები ვლინდება სასიცოცხლო ორგანოების – გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მხრივ. 25%-ში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი.

დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია – რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ზრდის ჰორმონის სეკრეციის დღიური რიტმის შესწავლა.

მკურნალობის ძირითადი მეთოდებია – ქირურგიულო, სხიური და მედიკამენტური თერაპია.