ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center


ლეილა კალაძე

პროფესორი
ლიელა კალაძე


იცენკო-კუშინგის დაავადება

იცენკო-კუშინგის დაავადება მძიმე ნეიროენდოკრინული დაავადებაა. პირველად 1912 წელს აღიწერა. წელიწადში 1 მილიონ მოსახლეზე რეგისტრირდება 1-2 ახალი შემთხვევა. დაავადება დაკავშირებულია ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მომატებასთან, რის შედეგადაც იზრდება თირკმელზედას ქერქის მიერ კორტიზოლის პროდუქცია (ჰიპერკორტიზოლიზმი), რაც განაპირობებს კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას.

ერთმანეთისაგან განსხვავდება იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი, რომლის დროსაც კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნით, ან ორმხრივი ჰიპერპლაზიით.

დამტკიცებულია კავშირი ფილტვის, კუჭუკანა ჯირკვლის, თიმუსის, წინამდებარე ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის, საკვერცხეების, სათესლეების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებსა და იცენკო-კუშინგის სინდრომს შორის.

სისხლში კორტიზოლის ხანგრძლივი მომატებისას ყალიბდება დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი: საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სიმსუქნე – კანქვეშა ცხიმის თავისებური გადანაწილებით უპირატესად სახეზე („მთვარისებური სახე“), კისრის მალებზე, მუცელზე, კუნთოვანი ატროფია კიდურებზე, კლასიკური სიმსუქნე კორტიკოსტეროიზმის დროს აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე იცენკო-კუშინგის დაავადების დროს; დამახასიათებელია კანის საფარველის სიმშრალე, სიპერმკრთალე გამოფიტვა, მუცლის მიდამოზე, ბარძაყებზე სტრიების არსებობა (ღია ვარდისფერიდან მუქ იისფრამდე), არტერიული ჰიპერტრნზია, სტეროიდული კარდიომიოპათია, ოსტეოპოროზი, სტეროიდული დიაბეტი, სასქესო ფუნქციის დარღვევა, (ქალებში: დის- და ამენორეა; მამაკაცებში: იმპოტენცია); მეორადი იმუნოდეფიციტი, რის გამოც შეიძლება აღინიშნებოდეს ქრონიკული მორეციდივე პიელონეფრიტი, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, კანის ჩირქოვანი და სოკოვანი დაზიანება.

დიაგნოზი ისმება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედას სისტემის გამოკვლევით. ტარდება ჰიპოფიზის და თირკმელზედას ვიზუალიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, სკანირება და ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძვლოვანი სისტემის რენტგენოგრაფია. ძირითად სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს წარმოადგენს ჰიპერკორტიციზმი.

მკურნალობაში გამოიყენება ქირურგიული, სხიური და მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები, მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით.