ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center


ლეილა კალაძე

პროფესორი
ლიელა კალაძე


სქესობრივი დიფერენციაციის თანდაყოლილი დარღვევა

დაავადება ვითარდება გონადების ფორმირების პათოლოგიის შედეგად, მათი არ არსებობისას, დიფერენციაციის დარღვევისას, ორივე სასქესო ჯირკვლების ერთდროული არსებობისას, გონადებში დეგენერაციული ცვლილებებისას. ამის შედეგად ირღვევა შინაგანი სასქესო ორგანოების ფორმირება და გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გაურკვევლობას აგებულებაში ან გარეთა გენიტალიების განუვითარებლობას. ირღვევა მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება: შეუსაბამობა მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებისა გენეტიკურთან, გონადებსა და სამოქალაქო სქესთან. მეორადი სასქესო ნიშნების არ არსებობა ან მათი არასაკმარისი განვითარება. ნაადრევი განვითარება ან დაგვიანებული მენარხე.

მკურნალობა – ჰორმონოთერაპია, იშვიათ შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა.