ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ვიქტორ გაბრაშვილი

ვიქტორ გაბრაშვილი

სამკურნალო კომბინატის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. მე-2 ბავშვთა საავადმყოფოს უროლოგი


სიმსივნური დაავადებები


1, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

2, შარდის ბუშტის სიმსივნეები

3, თირკმლის სიმსივნეები

4, სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები

5, სასქესო ასოს სიმსივნეები

6, წინამდებარე ჯირკვლის კიბო

7, ვარიკოცელე

8, კრიპტორხიზმი

9, შარდკენჭოვანი დავადება

10, ნეფროფტოზი (თირკმლის დაწევა)

11, თირკმლის პოლიკისტოზი

12, სასქესო ასოს და სათესლე პარკის ტრავმები

13, სათესლე პარკის დაზიანება


წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

კლინიკურ მიმდინარეობაში არჩევენ სამ სტადიას: 1) დასაწყისი ანუ კომპენსატორული; 2) ნარჩენი შარდის; 3) პარადოქსული იშურიის სტადია, როდესაც გამოხატულია შარდის სრული შეკავება.

I პერიოდი

I სტადია – გახშირებული შარდვა, რომელიც გამოხატულია განსაკუთრებით ღამით, შარდის შეუკავებლობა, მოშარდვის გაძნელებული აქტი.

II სტადია – ვითარდება შარდის ბუშტის ჰიპოტონიის კლინიკა, რაც ვლინდება შარდის ქრონიკული შეკავებისა და „ნარჩენი შარდის“ სიმპტომის გამოვლინებით.

II პერიოდი

აღინიშნება შარდის მწვავე შეკავება. ვითარდება დეტრუზორის ატონია.

III პერიოდი

პირველ-მეორე პერიოდთან შედარებით ხდება შარდის მწვავე შეკავება, რომელიც სრულიად მოულოდნელად ვითარდება.

გართულებებია: შარდის ბუშტის ანთება, შარდის ბუშტის კენჭები, ორქოეპიდიდიმიტი, პიელონეფრიტი.

 

შარდის ბუშტის სიმსივნეები

შარდის ბუშტის სიმსივნეები ხშირად ვითარდება უკანა კედელზე, შარდსაწვეთების ხვრელებთან, სამკუთხედში ან ყელთან ახლოს.

შარდის ბუშტის სარკომა – მაკროფემატურია, მოგვიანებით ვითარდება ცისტიტის კლინიკა. ტამპონადის შემთხვევაში ვითარდება გაძნელებული შარდვა ან სრული შეკავება.

შარდის ბუშტის კიბო – ჰემატურია. კოლტების გადავსების შემთხვევაში ვითარდება გაძნელებული შარდვა, ზოგჯერ მწვავე შეკავებაც. თუ სიმსივნური ინფილტრაცია ყელის არეშია,ან გართულდა ანთებით, ავადმყოფი უჩივის  გაძნელებულ, მტკივნეულ და გახშირებულ შარდვას, ჭინთვებს.

ავადმყოფს ეწყება ძლიერი, შემაწუხებელი ტკივილები შორისის, უკანა ტანის, სათესლე პარკისა და ბოქვენზედა არეში.

 

თირკმლის სიმსივნეები

კლინიკური სურათი დამოკიდებულია სიმსივნური პროცესის გავრცელების ხასიათისა და მეტასტაზების ლოკალიზაციაზე. უფრო ხშირად ტემპერატურა სუბფებრილურია (40-50%). შეიძლება აღწევდეს 39-40-მდე), რომელსაც თან ახლავს შემცივნებაც, შეიძლება განვითარდეს სიგამხდრე, ზოგჯერ კახექსიაც (ინტოქსიკაციის შედეგად).

შეიძლება გამოვლინდეს თირკმლისმიერი ჰიპერტონია. საკმაოდ ხშირია ჰემატური (ტოტალური) გამოვლინება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტკივილი. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ ან ჭვალის ხასიათის. თირკმლის არეში განვითარებული ტკივილი ტოტალური ჰემატურიის გარეშე, სიმსივნური დავადების მოგვიანებითი სიმპტომია.

სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები

ადრეულ პერიოდში კლინიკური ნიშნები ძლიერ მცირედ ან საერთოდ არ არის გამოხატული. ვითარდება მომკვრივო კონსისტენციის, მცირე ზომის, სიმსივნური კვანძი, რომელიც თანდათან იკავებს ჯირკვლოვან ქსოვილს. მტკივნეულია ,აქვს მომკვრივო და ხორკლიანი ზედაპირი. სათესლე პარკი შეიძლება გამსხვილდეს შიგნითა სათესლე კედლის გაგანიერების ხარჯზე. იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს სათესლე არტერიის პულსაცია. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს ტკივილი. შეიძლება განვითარდეს სიმსივნური წყლული, ჰიდრო ან ჰემატოცელე.  ავადმყოფები უჩივიან  საერთო სისუსტეს, უმადობას, წონაში სწრაფ დაკლებას და შრომის უნარის დაქვეითებას.

სასქესო ასოს სიმსივნეები

შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.

კეთილთვისებიანი სიმსივნეებია: წვეტიანი კონდილომები,  ლეიკომიომა, ვაზოქსული ანგიომა. მიომა, ფიბრომიომა, იზოთროპლაზია, დერმოიდული ცისტა  და სხვა ავთვისებიან სიმსივნეებიდან უფრო ხშირია კიბო. (არის სამი ფორმის: კვანძოვანი, პაპილომური და წყლულოვანი).

კვანძოვანი ფორმის დროს ასოს თავსა და ჩუჩაზე აღინიშნება, უმტკივნეულო კვანძი, რომელიც სწრაფად იზრდება. სიმსივნური კვანძი წყლულდება. ზედაპირი დაფარულია იქოროზული სუნიანი გამონადენით. პაპილომური კიბო შედარებით ხშირია, უმთავრესად აზიანებს ასოს თავს, ნაწილობრივ ჩუჩის შიგნითა ფურცელს. აქვს კომბოსტოს ყვავილის ფორმა. ჩუჩიდან აღინიშნება მყაყე სუნის გამონადენი. სიმსივნე ადვილად სისხმლდენია.

წყლულოვანი ფორმა შედარებით იშვიათია. ასოს თავზე ვითარდება  მცირე ზომის წყლული, რომელიც დაფარულია რუხი ფერის ფუფხით, ზოგჯერ სისხმლდენია, შემდეგ მოცულობაში მატულობს. პროცესი ვრცელდება ქვემდებარე ქსოვილებზე და იწვევს დაშლას.

ასოს კიბო შეიძლება განვითარდეს ექზოფიტურად და ენდოფიტურად.
ექზოფიტურის დროს სიმსივნეს აქვს სოკოს ან დვრილის ფორმა. ენდოფიტური კიბოს დროს კი არსებობს ღრმა მდებარე კვანძი ან წყლული.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო

დავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად და არ ამჟღავნებდეს ძლიერ ავთვისებიანობას ან პირიქით, ხანმოკლე მიმდინარეობის და მეტად ავთვისებიანი და პროგნოზულად მძიმე.

საწყის პერიოდში არ იძლევა კლინიკურ გამოვლინებას, შემდგომში ვიდრე არ განვითარდება რეგიონალური სიმსივნური მეტასტაზები. აღინიშნება იგივე მოვლენები, როგორც წინამდებარე ჯირკვლის სხვა დავადებების დროს (გახშირებული, გაძნელებული შარდვა, ნიქტურია, ზოგჯერ შარდის შეკავება და სხვა.) შეიძლება გახდეს რადიკულიტის მიზეზი. საკმაოდ ხშირად ვითარდება პიელონეფრიტი. ჰემატურია აღინიშნება მოგვიანებით.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო ახალგაზრდებში უფრო ავთვისებიანია, ვიდრე მოხუცებში.

ვარიკოცელე

სათესლე ვენის გაგანიერებაა, ყურძნის მტევნის მსგავსად. სიმძიმის შეგრძნება სათესლე პარკის არეში, ზოგჯერ ტკივილები და დისკომფორტი.

კრიპტორხიზმი

ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი. შეკავებული სათესლე ჯირკვალი პატარაა, სათესლე პარკის ცარიელი ნაწილი განუვითარებელია. ზოგჯერ მტკივნეულია საზარდულის არხში მდებარეობის დროს.

შარდკენჭოვანი დავადება

ამ დავადებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, ჰემატურია შარდთან ერთად კენჭების პერიოდული გამოძევება და დიზურია.

ნეფროფტოზი (თირკმლის დაწევა)

გამოიხატება ტკივილებით წელის არეში, რომელიც ქრება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

თირკმლის პოლიკისტოზი

ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას, უმადობას, წყურვილის გრძნობის მომატებას, შარდის შემცირებას, მის გაუფერულობას და სხვა. ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, იშვიათად შეტევითი ხასიათის.


სასქესო ასოს და სათესლე პარკის ტრავმები

არსებობს სასქესო ასოს დახურული დაჟეჟილობა, ასოს მოტეხილობა, ამოვარდნილობა, ჩაჭედვა, ნაკბენი ჭრილობა, ასოს სრული ან ნაწილობრივი ამპუტაცია.

დახურული დაზიანება ვითარდება, როდესაც ასო ერექციის მდგომარეობაშია.

დაჟეჟილობის დროს უჩივის ტკივილს, გამოხატულია სისხლნაჟღენთები.

ასოს მოტეხილობის დროს ავადმყოფს ესმის ტკაცუნი, ვითარდება ძლიერი ტკივილი (ზოგჯერ შოკიც), ერექცია წყდება, ასო მკვეთრად მატულობს სუბფასტიალური ჰემატომის განვითარების გამო.

ასოს ღია დაზიანება: ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული და ნაკბენი ჭრილობა.

ღია დაზიანების დროს გამოიხატება ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ კოლაფსური მდგომარეობაცკი, სისხლდენა ჭრილობიდან, ურეთრორაგია (მილის დაზიანებისას). გაძნელებული შარდვა, ზოგჯერ მწვავე შეკავება.


სათესლე პარკის დაზიანება

შეიძლება იყოს დახურული და ღია, იზოლირებული ან კომბინირებული.

დახურული დაზიანების დროს ვითარდება კანქვეშა სისხლნაჟღენთები, ჰემატომა. ღია დაზიანების დროს ჭრილობა ინფიცირებულია. თუ ჯირკვალი გაშიშვლებულია უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.