ბალანიტი და ბალანოპოსტიტი
ბალანიტი ეწოდება სასქესო ასოს მწვავე ანთებას, ჩუჩის ანთებას კი პოსტიტი. ვინაიდან ეს ორივე პროცესი პრაქტიკულად ერთმანეთს თან სდევს განიხილება როგორც ბალანოპოსტიტი.
კლინიკა
ავადმყოფები უჩივიან ასოს თავის ძლიერ ქავილსა და წვას. სასქესო ასო, განსაკუთრებით თავი და ჩუჩა შეშუპებულია, ლორწოვანი ძლიერ ჰიპერემიული, ალაგ-ალაგ დაწყლულებული, დაფარულია ჩირქითა და სუნიანი ნადებით. შორსწასულ შემთხვევებში აღინიშნება უხვი, ჩირქოვანი გამონადენი, შეიძლება განვითარდეს ასოს თავისა და ჩუჩის მკვებავი სისხლძარღვების თრომბოზი. შეშუპებისა და ძლიერი ტკივილების გამო შეიძლება განვითარდეს შარდის მწვავე შეკავება.
|