პროსტატიტი
მწვავე ანთების დროს: კატარალური- მიმდინარეობის შეუმჩნევლად, ზოგჯერ გამოხატულია გახშირებული შარდვა, დიზურიის გარეშე.
პოლიკიურიის დროს – უჩივის შორისის არეში ტკივილს, ირადიაციით ასოს თავისა და სწორ ნაწლავის მიმართულებით, რომელიც ძლიერდება კუჭის მოქმედების დროს. გამოხატულია დიზურია ტენეზმებით, მოშარდვის აქტი გაძნელებულია, მოსალოდნელია შარდის მწვავე შეკავება, ტემპერატურის მომატება.
იგივე მეორდება პარენქიმული ანთების დროს.
ქრონიკული პროსტატიტი
კლინიკური მიმდინარეობა მრავალფეროვანია. ავადმყოფს ტკივილი ზოგჯერ არ აღენიშნება. ხშირ შემთხვევაში საყურადღებოა შარდსადინარის გარეთა ხვრელის ბაგეთა მიწებება, მოთეთრო ფერის გამონადენი და შარდში მოფარფატე დაკლაკნილი ძაფები. ხშირ შემთხვევაში უჩივის გახშირებულ შარდვას, წვას შარდვის დროს, ქავილს ურეთრის, უკანა ტანისა და შორისის არეში. ყრუ ტკივილს წელის, გავისა და თირკმლების არეში, სათესლე ჯირკვლებში, ასოს თავსა და ქვედა კიდურებში. ხშირად ავადმყოფი უჩივის ტკივილს შარდვის დროს, სქესობრივი კავშირის დროს აღინიშნება თესლის ნაადრევი დაქცევა, ზოგჯერ კი ერექციის შესუსტება ან სრული იმპოტენცია.
|