ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ნინო ქართველიშვილი

ნინო ქართველიშვილი

ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი; ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა და ონკოლოგ ქირურგთა საზოგადოებების წევრი; ევროპა დონას ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.


რისკის ფაქტორები

ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად: მართვადი და უმართავი.

მართვადია:

რეპროდუქციული – გვიანი პირველი ორსულობა და მშობიარობა (28 წლის შემდეგ), ორსულობისა და მშობიარობის არ არსებობა ან მათი მცირე რაოდენობა, მრავალრიცხოვანი აბორტი (3-ზე მეტი), პირველი შვილის წონა 4 კგ-ზე მეტი.

სექსუალური – სქესობრივი ცხოვრების გვიან დაწყება (28 წლის შემდეგ) და მისი მოუწესრიგებლობა.

ლაქტაცია – ხანმოკლე (6 თვემდე) ერთჯერადი (ერთ ბავშვზე) ლაქტაცია.

უმართავია:

მენსტრუალური – ნაადრევი მენარხე (12 წლამდე), გვიანი მენოპაუზა (50 წელი და ზევით).

გენეტიკური – დედის მხრიდან ახლო ნათესავებში ავთვისებიანი სიმსივნის (ყველაზე ხშირად ჰორმონოდამოკიდებული ორგანოების: ძუძუს, საშვილოსნოს ტანი, მსხვილი ნაწლავის) არსებობა.

საკვერცხეების (ადნექსიტი, კისტა, სხავა კეთილთვისებიანი სიმსივნები), საშვილოსნოს ტანის (ფიბრომიომა, ენდომეტრიოზი), ძუძუს (მასტოპათია, მასტიტი, ფიბროადენომა), ბილიარული სისიტემის (ჰეპატიტი, ქოლეცისტიტ), ფარისებური ჯირკვლის (ჩიყვი, ადენომა), მსხვილი ნაწლავის (კოლიტი, პოლიპი) ქრონიკული დაავადებები, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე.
დადგენილია, რომ საქართველოში მცხოვრებ ქალებში ერთი რისკის ფაქტორი აღენიშნება ჯანმრთელ ქალთა 77,9%-ს. რისკის ფაქტორის რიცხვის მომატებასთან ერთად მცირდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალთა რიცხვი. ასე მაგალითად 4 და მეტი რისკის ფაქტორი აღენიშნებოდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ თითქმის ყველა ქალს (99,8%), ხოლო ჯანმრთელ ქალებში იგი 14,7%-ია. ამგვარად მაღალი რისკის ჯგუფში ქალთა შეყვანის კრიტერიუმად უნდა ჩაითვალოს 4 და მეტი ფაქტორი