ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ნინო ქართველიშვილი

ნინო ქართველიშვილი

ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი; ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა და ონკოლოგ ქირურგთა საზოგადოებების წევრი; ევროპა დონას ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.


ძუძუს ფიზიოლოგია

ძუძუ ჰორმონოდამოკიდებული ორგანოა და განიცდის ნეირო-ენდოკრინულ რეგულაციას. ძუძუში მუდმივად მიმდინარე პროლიფერაციული თუ ინვოლუციური პროცესების მონაცვლეობა დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის ფაზებთან. საკვერცხის სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის გარდა, ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციას განაპირობებენ: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის (კორტიკოსტეროიდები), ჰიპოფიზის წინა წილის – ადენოჰიპიფიზის გონადოტროპული (განსაკუთრებით ФСГ), ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები. ორსულობის პერიოდში ძუძუზე მოქმედებს პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონები და იწვევს მის ჰიპერპლაზიას.

ქალის ცხოვერებისა და მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად ხდება ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევა, რის შედეგადაც ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი ირღვევა, ანუ ადგილი აქვს ჰორმონების ჰიპერ ან ჰიპოსეკრეციას. ჰორმონული დისბალანსი ხელს უწყობს ძუძუში ეპითელის პროლიფერაციული უბნების გაჩენას.
ძუძუს ეპითელის პროლიფერაცია ვითარდება აცინუსებში, მომტან სადინრებში, ამომფენ ეპითელიუში. I ეტაპზე ხდება პროლიფერაცია ატიპიის გარეშე (I ხარისხის დისპლაზია), II ეტაპზე – პროლიფერაცია უჯრედების ატიპიური ნიშნებით (II-III ხარისხის დისპლაზია) – ეს კი კიბოსწინა პროცესია.