ულტრასონოგრაფია
თანამედროვე მედიცინის განვითარებაში წამყვანი როლი ენიჭება დიაგნოსტიკური კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვას.
დღესდღეობით ულტრაბგერითი ექოსკენირება ერთ-ერთი ძირითადი კვლევაა, რომელიც დიაგნოზის დაზუსტებაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ენდოკრინული და ნერვული დაავადებების დროს.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტი აღჭურვილია მაღალი დონის, ცვლადსიხშირიანი ულტრასონოგრაფიის თანამედროვე აპარატით, რომელზეც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები აწარმოებენ ყველა სახის ულტრაბგერით კვლევებს:
-
აბდომინალური (მუცლის ღრუს) ექოსკოპია
-
გინეკოლოგიური (აბდომინალური და ტრანსვაგინალური) ექოსკოპია
-
ჰისტეროსალპინგოგრაფია
-
სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით
-
ნაყოფის ფუნქციონალური მდგომარეობის შესწავლა ფერადი დოპლერით
-
ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილის გამოკვლევა
-
ამნიოცენტეზი ულტრაბგერის კონტროლით
-
უროლოგია (თირკმელები და შარდის ბუშტი)
-
წინამდებარე ჯირკვალი
-
სათესლე ჯირკვლები
-
სარძევე ჯირკვალი
-
თირკმელზედა ჯირკვალი
-
ფარისებრი ჯირკვალი
-
სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია
შესაძლებელია 24 საათიანი მომსახურება ბინაზე მედისონის ფირმის პორტატული, ციფრული, ახალი თაობის აპარატით.
|